ჩვენს შესახებ

სსიპ-შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული, საგრანტო კონკურსში გამარჯვებული კონსორციუმის (სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) სამეცნიერო გუნდის მიერ, №AR-18-343 საგრანტო პროექტის ფარგლებში განხორციელდა - საქართველოში არსებული თიხოვანი ქანების მოდიფიცირებით, სამშენებლო ბაზარზე მოთხოვნადი ენერგოეფექტური სამშენებლო მასალების და ცემენტობეტონების აქტიური მინერალური დანამატების 9 ტექნოლოგიის შემუშავება, დაპატენტება. ჩვენი სურვილია შემუშავებული ტექნოლოგიების კომერციალიზაცია, რაც თავის მხრივ მიზნად ისახავს: საქართველოში ბუნებრივ, მსუბუქ, ფორიან სამშენებლო მასალათა საბადოების სიმცირის და ხელოვნურის არ წარმოების პირობებში, ადგილობრივი თიხოვანი ნედლეულით მიღებული ენერგოეფექტური სამშენებლო მასალების და ცემენტობეტონების აქტიური მინერალური დანამატების წარმოების განვითარებას, სამშენებლო ბიზნესის, ქვეყნის ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ხელშეწყობას. ჩვენი გუნდი მზად არის დაინტერესებული პირებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობისათვის.

ჩვენი გუნდი

მერაბ აბაზაძე
მალხაზ ტურძელაძე
თამარ პეტრიაშვილი
ელენა შაფაქიძე
ლამარა გაბუნია
იოსებ გეჯაძე
იზოლდა ქამუშაძე
თეიმურაზ ჭეიშვილი
ნაზიბროლა კუციავა


  • Image 1 შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
  • Image 2 ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო
  • Image 3 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
  • Image 4 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი