გათბობის სიტემები
ენერგოდამზოგავი სარქველები გათბობის სიტემებისთვის
რადიატორის
თერმორეგულატორები


ვენტილაცია-კონდიცირების სისტემები:
სარქველები და რეგულატორები ვენტილაცია-კონდიცირების სისტემებისთვის
სარქველები და რეგულატორები ფანკოილებისთვის

Danfoss Socla -წყლის კომუნიკაციების კონტროლი

პროდუქცია:
რადიატორის თერმორეგულატორები
თერმორეგულატორები ფანკოლებისთვის
ბალანსირების სარქველები
სარქველები ელექტროამძრავით
იატაკქვეშა გათბობის სისტემები
ოთახის თერმოსტატები
კონტროლი და დისპეჩერიზაცია
წნევისა და წყლის ნაკადის რეგულატორები
ტემპერატურის რეგულატორები
თბოგაცვლითი მოწყობილობები
სითბური ენერგიის გათვლა
მილსადენის მაკომპლექტებელი დეტალები
ქვესადგურები
რადიატორის თერმორეგულატორები


თერმორეგულატორი Danfoss განკუთვნილია ცხელი წყლის რადიატორის ინდივიდუალური ავტომატიზირებული რეგულირებისთვის . მისი მიზანია თქვენთვის სასურველი და კომფორტული ტემპერატურის შენარჩუნება შენობაში . Danfoss -ის თერმორეგულატორისა და მისი შესაბამისი სარქველის საშუალებით თქვენ აკეთებთ ენერგიის 20%-მდე ეკონომიას !

თერმორეგულატორი აღიქვამს ოთახში ტემპერატურის ცვლილებას და შესაბამისად ავტომატურად არეგულირებს ტემპერატურას მითითებულ ნიშნულზე.რეგულატორის დაყენება შესაძლებელია -8 – 28 °C -მდე. ზოგიერთ რეგულატორს აქვს შეზღუდული შკალა 6 – 26° C -მდე .თითოეული გრადუსი შეესაბამება რეგულატორზე ამოტვიფრულ შკალის ინდექსს.

რადიატორის თერმორეგულატორის ვარიაციები :

1. თერმორეგულატორი ჩაშენებული სენსორით

2. თერმორეგულატორი გამოტანილი სენსორით

3. თერმორეგულატორი გამოტანილი ტემპერატურის
მარეგულირებლით

თერმორეგულატორები სერია - RА

ამ სერიის თერმორეგულატორები ესადაგება ნებისმიერი ტიპის სარქველს (სერია RA). რეგულატორები არის 3 სახეობის: ჩაშენებული სენსორით, გამოტანილი სენსორით და გამოტანილი ტემპერატურის რეგულატორით .გააჩნია მოყინვისგან დამცავი და საჭიროებისამებრ ბლოკირების ან მუშაობის შეზღუდვის სისტემა.

პროგრამირებადი თერმორეგულატორები

პროგრამირებადი თერმორეგულატორები საშუალებას იძლევა დავაპროგრამოთ დღის ან კვირის გარკვეულ მონაკვეთებში ჩვენთვის სასურველი ტემპერატურა.
მას გააჩნია 2 პროგრამირებადი დრო:
ერთი მათგანი შეიძლება გამოვიყენოთ სამუშაო დღეებისთვის( ანუ როდესაც დღის განმავლობაში სახლში არ ვიმყოფებით). მეორე სასვენების დღეებში.
ერთი დღის განმავლობაში ჩვენ შეგვიძლია დავაპროგრამოთ გათბობის 3 რეჟიმი, დროის სხვადასხვა მონაკვეთისთვის.
რეგულატორს მოყვება ბლოკი LCD მონიტორით ,რომლის საშუალებითაც ხდება რეჟიმის დაპროგრამება.მისი დაზიანების შემთხვევაში რეგულატორი მუშაობს როგორც ჩვეულებრივი ფუნქციის მქონე რეგულატორი.
პროგრამირებადი თერმორეგულატორებს იყენებენ სხვადასხვა ტიპის სარქველთან
• RTD Plus - იყენებენ RTD სერიის სარქველთან
• RA-Plus – იყენებენ RA 2000 სერიის სარქველთან
• RА-K-Plus – სხვა კომპანიების მიერ წარმოებულ სარქველებთან (MNG,Heimeier,Oventrop)

თერმორეგულატორები RTD სერიის სარქველებისთვის

RTD ტიპის თერმორეგულატორი განკუთვნილია ცხელი წყლის რადიატორის ინდივიდუალური ავომატიზირებული რეგულირებისთვის .
• RTS Everis™ - ჩაშენებული ან გამოტანილი ”თხევადი ” სენსორით
• RTS - ჩაშენებული ”თხევადი” სენსორით
• RTD -”გაზოკონდენსატური” დისტანციური ტემპ. სენსორით ან ჩაშენებული სენსორით
• RTD Inova™- ” გაზოკონდენსატური” ” დისტანციური ტემპ. სენსორით ან ჩაშენებული სენსორით
RTD ტიპის თერმორეგულატორი შედგება 2 ნაწილისგან:
1. მარეგულირებელი სარქველი სხვადასხვა ტიპის -RTD-N , RTD-G , RTD-K, RTD-KE
2. თერმოსტატიკური ელემეტი RTD ,გათბობის სისტემის მოყინვისგან დაცვის ფუნქციით.

თერმორეგულატორები სერია - RАE-H და სერია RAW- K

ამ სერიის თერმორეგულატორები განკუთვნილია სხვა კომპანიების მიერ წარმოებულ სარქველებისთვის.აქვთ გაუმჯობესებული დიზაინი , მოყინვისაგან დამცავი ფუნქცია. რეგულირების დიაპაზონი : 8 - 28ºС .

თერმორეგულატორები ჩაშენებული სარქველებისთვის

RTD-R Inova™ და RTD-R -”გაზოკონდენსატური” დისტანციური ტემპერატურის ჩაშენებული სენსორით
RTS-K , RTS-R ,RTS-K Everis™ და RTS-R Everis™ - ტემპერატურის ჩაშენებული ”თხევადი” სენსორით .
RTD-R, RTS-R ტიპის რეგულატორები განკუთვნილია როგორც RA სერიის, ასევე RA 5/6T და VHS ტიპის სარქველებისთვის .RTS-K ტიპის რეგულატორები გამოიყენება შემაერთებელი ქუროს მქონე სარქველებზე (შეერთება М 30х1,5)
რეგულატორები განკუთვნილია ცენტრალიზირებული და რაიონული ცხელი წყლით გათბობის სისტემებისთვის.

რადიატორის თანამედროვე დიზაინის რეგულატორები

დანფოსმა შექმნა რეგულატორების ახალი სერია X-tra Collection™ თანამედროვე დიზაინის რადიატორებისთვის, რომლებიც არაჩვეულებრივად ესადაგებიან ნებისმიერ ინტერიერს და შეაქვთ დაასრულებული შტრიხი ოთახის დეკორეტიულ გაფორმებაში.

ფართო ასორტიმენტი საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი: თქვენი რადიატორის ფერის შესაბამისი ფერი- თეთრი, ოქროსფერი,ვერცხლისფერი, შავი ან ნაცრისფერი.

თანამედროვე დიზაინის რეგულატორები პირსახოცის საშრობებისთვის


რეგულატორების და სარქველების ახალი სერია X-tra Collection™ პირსახოცის საშრობებისთვის გაგიადვილებთ მათ მოხმარებას და სასურველი ტემპერატურის შენარჩუნებას საშრობებში.


ფართო ასორტიმენტი საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი:

VHX-MONO -სარქველის და რეგულატორის სტანდარტული კომპლექტი (პირდაპირი ან დახრილი შეერთებით)

VHX-DUO -სარქველის და რეგულატორის კომპლექტი 50 მმ -იანი შეერთებისას(პირდაპირი ან დახრილი)

თერმორეგულატორების ახალი სერია

• 2013 წელს ახალმა თერმორეგულატორმა Living connect®
გაიმარჯვა ევროპული სამრეწველო შენობების ასოციაციის
კონკურსში ტემპერატურის ყველაზე ზუსტი
რეგულირებისთვის და მიიღო ყველაზე მაღალი შეფასება
"А+"
• გამოკითხვებიდან ჩანს რა სურს მომხმარებელს: ენერგიის
დაზოგვა, საიმედოობა, ტემპერატურის კონტროლი. Living by
Danfoss ორიენტირებულია ამ პრინციპებზე
• დროთა განმავლობაში გათბობა ხდება უფრო
ინტელექტუალური, მცირდება დანაკარგები და СО2-ის
გამოყოფა

იხილეთ პროდუქციის დეტალური აღწერა


კომპანიის ბრენდები

Copyright 2010 by EBM. All Rights Reserved.
Designed & Programmed by Bebua Badri