DeviHeat გათბობის ელექტრული სისტემები გათბობის ელექტრული სისტემები
DeviHeat სისტემის უპირატესობა
DeviHeat სისტემის მონტაჟი

პროდუქცია:
Deviflex - კაბელები
Devimat - მატები
Devireg - თერმორეგულატორები
Devidry - ხალიჩა
Deviflex,Devicell - სამაგრი მოწყობილობები
Devirail - პირსახოცის საშრობი
Devifoil Mirror - სარკის დაორთქლების საწინააღმდეგო ფირი
Devicom TM WEB-Home - უკაბელო მართვა

დანიშნულება:
ბინისა და ოფისის გათბობა
გზებისა და შენობების სახურავების თოვლისა და ყინვისაგან დაცვა
მილების გათბობისა და ყინვისაგან დამცავი სისტემები


ისეთ აგილებში, როგორიცა მისაღები ოთახი, კორიდორი, სამზარეულო და საბავშვო ოთახი, 1 მ2-ზე დასამონტაჟებელი კაბელის სიმძლავრე უნდა იყოს არანაკლებ 100 ვტ/მ2-ისა. სააბაზანო ოთახში დასამონტაჟებელი სიმძლავრე არის 120 ვტ/მ2, რადგანაც ასეთ ოთახში სასურველია იატაკის მაღალი ტემპერატურა.

Deviflex კაბელების მონტაჟი ბეტონურ მოჭიმვაზე

1. ვირჩევთ ადგილს, სადაც თერმორეგულატორის დაყენება გვინდა. მისი დამონტაჟება ოთახის კედლის მოსახერხებელ ადგილას, ნებისმიერ სიმაღლეზე არის შესაძლებელი. შენობებში, სადაც მომატებული სინესტეა, თერმორეგულატორი ყველაზე მშრალ ადგილას მონტაჟდება.
ამის შემდეგ ხდება ელექტროენერგიის წყაროს გაყვანა და კეთდება თხრილი, რომელშიც გამათბობელი კაბელი და თერმორეგულატორის ელექტროსადენები თავსდება;

2. საჭიროების შემთხვევაში, ბეტონზე ვაფენთ თბოიზოლაციას, რომელიც პენოპროპილენს წარმოადგენს. იგი ორივე მხრიდან ფოლგითაა დაფარული, რომელსაც გარედან პოლიმერის თხელი დამცავი ფენა აქვს. ფოლგის დამცავი ფენის არარსებობის შემთხვევაში, ტუტეები ცემენტისგან გამოთავისუფლდება, რაც მოკლე დროში ალუმინს შეჭამს;

3. ბეტონზე ან თბოიზოლაციაზე იგება სამონტაჟო ლენტი devifast™, ერთმანეთისგან 40-60 სმ-ის დაშორებით. ლენტი ბეტონზე მაგრდება დუბელის ლურსმნებით, რომელიც ამავდროულად თბოიზოლაციასაც ამაგრებს;

4. შემდეგ იატაკზე ვაგებთ გამათბობელ კაბელს და ვამაგრებთ სამონტაჟო ლენტს ხამუტების საშუალებით.


დაგებისას კაბელების მოხვევის ბიჯი განისაზღვრება შემდეგი ფორმულით:

Т=S *100/L,
სადაც: T – მოხვევის ბიჯია (სმ)
T – დასამონტაჟებელი ფართობი (მ2)
L – კაბელის სიგრძე (მ)
კაბელის მინიმალური მოხვევის ბიჟია 5 სმ;

5. თბოიზოლაციის ფენის ზედაპირზე დანით ან მაკრატლით იჭრება ხვრელები ზომით - 3х5 სმ. შახმატური განლაგებით,ისე, რომ მანძილი მათ შორის არ აღემატებოდეს 50 სმ-ს;

6. თერმორეგულატორის გადამცემი თავსდება გოფრირებულ მილში დიამეტრით 16 მმ, იგი მაგრდება კაბელების სიმაღლეზე კედელიდან 50-100 სმ-ზე. გოფრირებული მილის დაბოლოება უნდა დავახშოთ, რათა არ მოხდეს მასში ცემენტის ნაწილაკების მოხვედრა. მილი გადის ჩვენს მიერ გაკეთებულ თხრილში თერმორეგულატორამდე. სენსორის მონტაჟის ასეთი ტექნოლოგია საშუალებას იძლევა ადვილად გამოვცვალოთ იგი გაუმართაობის შემთხვევაში;

7. გამათბობელი კაბელისა და თერმორეგულატორის ელექტრო სადენი თავსდება კედელზე წინასწარ მომზადებულ ჭრილში და იქოლება (ფოლგით, წებოვანი ლენტით, წებოს პისტოლეტით და ა.შ.);

8. შემდეგ ხდება ბეტონური მოჭიმვის ან თვითმოსწორებადი ხსნარის დასხმა სისქით არანაკლებ 3-5 სანტიმეტრისა. როდესაც იატაკის მოჭიმვა გაშრება და მიიღებს მდგრად სახეს (რაც მიიღწევა დაახლოებით 72 საათის შემდეგ), შესაძლებელია მასზე იატაკის საფარის დაგება;
დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ცემენტისა და ქვიშის ნარევის მომზადების ხარისხს, რომ ბეტონში ბზარები არ გაჩნდეს. ასევე, იატაკის მოჭიმვა უნდა იყოს მთლიანად შევსებული, რათა არ მოხდეს მასში ბუშტუკების წარმოქმნა, რომელიც კაბელებს აზიანებს;

9. თერმორეგულატორის ბლოკის დამონტაჟება ხდება მაშინ, როდესაც შესრულდება ყველა სარემონტო სამუშაო;

10. DeviHeat სისტემის ჩართვა დაშვებულია ბეტონური მოჭიმვის სრულად გაშრობის შემდეგ, დახლოებით 30 დღეში. სისტემას გააჩნია საკმაოდ დიდი ინერციულობა. პირველი ჩართვისას გათბობა და სისტემის სამუშაო რეჟიმში მოყვანა იკავებს 8-24 საათამდე დროის ინტერვალს. შემდგომ სისტემა მუშაობას იწყებს მუდმივ ავტომატურ რეჟიმში. არ არის აუცილებელი მისი ყოველ ჯერზე ახლიდან ჩართვა-გამორთვა. პირიქით, ყოველი ახალი ჩართვისას სისტემის სამუშაო რეჟიმში მოყვანა დაიკავებს დიდ დროს;

11. ზემოთ ჩამოთვლილი ყველა სამუშაოს შესრულების შემდეგ, იატაკის სისქე მის ზემოთ დაგებული საფარის ჩათვლით (მაგალითად, გრანიტის ფილა) შეადგენს დახლოებით 5 სანტიმეტრს;
არის შემთხვევები, როდესაც შენობებში შეუძლებელია იატაკის დონის ამ სიმაღლეზე აწევა, რადგანაც სხვა ოთახებთან შედარებით გარემონტებული ოთახის სიმაღლე წარმოქმნის ამაღლებულ საფეხურს. სპეციალურად ასეთი შემთხვევისთვის DEVI–მ გამოუშვა კაბელები DTIP-10 და DTIE-10, რომლებსაც გააჩნიათ შემცირებული დენის სიმკვრივე. მათი მოხვევის ბიჯი ნაკლებია, ვიდრე სხვა კაბელებისა, ამიტომაც შესაძლებელია თხელი იატაკის მოჭიმვის დასხმა თბოიზოლაციის გარეშე. შედეგად იატაკის სისქე, მასზე დაგებული საფარის ჩათვლით შეადგენს 1,5-2 სანტიმეტრს.

devimat™ -ის მონტაჟი ბეტონზე და იატაკის ძველ საფარზე

კიდევ უფრო მარტივად იგება devimat™, რომელიც წარმოადგენს თხელ კაბელს(დიამეტრით 2,7მმ) დაგებულს თვითწებოვან სინთეტიკურ ბადეზე.

1. ვირჩევთ ადგილს, სადაც თერმორეგულატორის დაყენება გვინდა. მისი დამონტაჟება შესაძლებელია ოთახის კედლის ნებისმიერ სიმაღლეზე, მოსახერხებელ ადგილას. შენობებში, სადაც მომატებული სინესტეა, თერმორეგულატორი ყველაზე მშრალ ადგილას მონტაჟდება.
ამის შემდეგ ხდება ელექტროენერგიის წყაროს გაყვანა და თერმორეგულატორის ელექტროსადენების მოსათავსებლად კეთდება თხრილი.

2. devimat™ -ის დაგება არ ხდება სტაციონარის ადგილას. მაგალითად, სააბაზანოში უნიტაზის, საშხაპე კაბინისა და პირსაბანის ქვეშ. ამისათვის შესაძლებელია გავჭრათ ბადე და ადვილად დავაგოთ შესაფერის ადგილას.

3. devimat™ იგება ბეტონზე ან იატაკის ძველ საფარზე, ესხმება წებო-ცემენტი და შემდეგ ახალი იატაკის საფარი იგება. გრანიტის ფილის გამოყენების შემთხვევაში, დაგებული იატაკის სისქე მთლიანობაში შეადგენს 1,5-2 სანტიმეტრს.

4. თერმორეგულატორის ბლოკის დამონტაჟება ხდება მაშინ,როდესაც შესრულდება ყველა სარემონტო სამუშაო;

5. DeviHeat სისტემის ჩართვა დაშვებულია წებო-ცემენტის სრულად გაშრობის შემდეგ.


კომპანიის ბრენდები

Copyright 2010 by EBM. All Rights Reserved.
Designed & Programmed by Bebua Badri