DeviHeat გათბობის ელექტრული სისტემები გათბობის ელექტრული სისტემები
DeviHeat სისტემის უპირატესობა
DeviHeat სისტემის მონტაჟი

პროდუქცია:
Deviflex - კაბელები
Devimat - მატები
Devireg - თერმორეგულატორები
Devidry - ხალიჩა
Deviflex,Devicell - სამაგრი მოწყობილობები
Devirail - პირსახოცის საშრობი
Devifoil Mirror - სარკის დაორთქლების საწინააღმდეგო ფირი
Devicom TM WEB-Home - უკაბელო მართვა

დანიშნულება:
ბინისა და ოფისის გათბობა
გზებისა და შენობების სახურავების თოვლისა და ყინვისაგან დაცვა
მილების გათბობისა და ყინვისაგან დამცავი სისტემები
ბინისა და ოფისის გათბობა



DeviHeat

DeviHeat სისტემა უზრუნველყოფს ეფექტურ და კომფორტულ გათბობას ნებისმიერი ფართობის შენობაში.
კაბელური გათბობის სისტემა DEVI იდეალურია ნებისმიერი საკითხისა და პრობლემის გადასაწყვეტად,რომელიც დაკავშირებულია ბინებისა და შენობების გათბობასთან.
სისტემა უხილავია -ეს ნიშნავს რომ დამალული სითბოს წყარო ესადაგება ბინისა და ოფისის ინტერიერის ნებისმიერ დიზაინს.
კომფორტი და თანაბარი სითბო ყველა ოთახში:

სააბაზანო

თქვენ ოცნებობთ ისეთ სააბაზანო ოთახზე რომელიც იქნება თანამედროვე და ამავდროულად კომფორტული?
კაბელური გათბობის სისტემა DeviHeat აგისრულებთ ამ ოცნებას და ეს ყოველივე მინიმალური დანახარჯებით!
სისტემა DeviHeat საშუალებას გაძლევთ მოაწყოთ თანამედროვე დიზაინის მქონე სააბაზანო ოთახი თქვენი გემოვნებით,ისე რომ არ დაგჭირდებათ ფიქრი გარკვეულ ხარვეზებსა და პრობლემებზე,რომელიც დაკავშირებულია გათბობის მილებთან და რადიატორებთან.


მეტი კომფორტისთვის DEVI გთავაზობთ სარკის დაორთქლების საწინააღმდეგო მატს - Devifoil Mirror და პირსახოცის საშრობს—Devirail . ამასთანავე სააბაზანოს თბილი იატაკი მოგანიჭებთ განუმეორებელ კომფორტის შეგრძნებას მითუმეტეს რომ დღესდღეისობით სააბაზანოში ძალიან პოპულარულია სპა, რელაქს და არომათერაპია.

სამზარეულო

ბევრი თქვენგანი დროის დიდ ნაწილს ატარებს სამზარეულოში -აქ ვსადილობთ ოჯახის წევრებთან ერთად,ვიკრიბებით მეგობრებთან ერთად,აქ თამაშობენ ბავშვები იატაკზე.ამიტომ სამზარეულოში კომფორტული და თბილი იატაკი დიდ როლს თამაშობს.
მეტლახი-ესაა ყველაზე გავრცელებული იატაკის საფარი სამზარეულოში.ერთადერთი მინუსი მეტლახისა არის ის, რომ ტოვებს სიცივის შეგრძნებას. DeviHeat სისტემის წყალობით თქვენ მოხსნით ამ პრობლემას. შედეგად თქვენ გექნებათ თბილი იატაკი სამზარეულოში.

მისაღები ოთახი

მისაღები ოთახი განკუთვნილია დასვენებისთვის ოჯახურ გარემოში ,სტუმრების მისაღებად ან ტელევიზორის საყურებლად.თქვენ შეგიძლიათ დაისვენოთ დივანზე ან ითამაშოთ ბავშვებთან ერთად იატაკზე.
სანამ თქვენ ისვენებთ, გათბობის სისტემა DeviHeat უზრუნველყოფს კომფორტულ ტემპერატურას ოთახში.თქვენ გაქვთ საშუალება ჩართოთ სისტემა მაშინ , როდესაც დაგჭირდებათ . ტემპერატურა ნაწილდება ოთახში ისე,რომ თქვენ კომფორტული სითბო გექნებათ როგორც ფეხებთან, ასევე სხეულის ზედა ნაწილთანაც.


სისტემა DeviHeat საშუალებას გაძლევთ მოაწყოთ მისაღები ოთახი თქვენი გემოვნებით,ისე რომ არ დაგჭირდებათ გათბობის მილების და რადიატორების მონტაჟი. თქვენ გექნებათ სრული თავისუფლება ინტერიერის დიზაინში.
მისაღებ ოთახში ძირითადად აგებენ პარკეტს,ლამინატს და ხალიჩას. სამივე საფარი თავისუფლად ესადაგება კაბელური გათბობის სისტემას.

საძინებელი და საბავშვო ოთახი

ბავშვის ოთახი და საძინებელი – ესაა ადგილი სათამაშოდ, წიგნის საკითხავად იატაკზე და რაღათქმაუნდა დასაძინებლად.
ერთის მხრივ ბავშვის ოთახი უნდა იყოს კომფორტულად თბილი მთელი დღის განმავლობაში.მეორე მხრივ ბავშვის ძილისთვის საღამოს და ღამე ოთახი უნდა იყოს შედარებით დაბალი ტემპერატურის .
აუცილებელია მაქსიმალურად ზუსტი გათბობის სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა დაარეგულიროს ოთახის ტემპერატურა თქვენი ცხოვრების ტემპის შესაბამისად.

DeviHeat სისტემის საშუალებით ბავშვის ოთახში ან საძინებელში ადვილია ტემპერატურის დარეგულირება.
საბავშვო ოთახში დღისით აუცილებელია სითბო,ხოლო ღამით შედარებით დაბალი ტემპერატურა.
DeviHeat სისტემა შეესაბამება ამ მოთხოვნებს ,რადგან სწრაფად რეაგირებს ტემპერატურის ცვლილებაზე. თბილ იატაკზე თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ ათამაშოთ ბავშვი და არ შეგეშინდეთ რომ ბავშვი გაცივდება. ასევე თავიდან აიცილებთ საფრთხეს იმისა,რომ ბავშვი ხელს დაიწვავს ცხელ რადიატორზე.

ჰოლი და დამხმარე ოთახები

ჰოლში და დამხმარე ოთახებში გათბობის სისტემას იატაკის ქვეშ უფრო მეტი დანიშნულება აქვს,ვიდრე უბრალოდ ოთახის გათბობა.
DeviHeat სისტემის დანიშნულება ამ შემთხვევაში არის იატაკის სიმშრალის შენარჩუნება. ეს განსაკუთრებით აუცილებელი ხდება ზამთრის პეროიდში, როდესაც თოვლი და ტალახი ეკვრის ფეხსაცმელებს და სისველე შემოდის სახლში.
კაბელური სისტემა სწრაფად აშრობს ზედაპირს და ნარჩუნდება სისუფთავე.


DeviHeat სისტემა შეგიძლიათ დაამონტაჟოთ ჰოლში, საკუჭნაოში, მანსარდაში ,შიდა კიბეებზე და რა თქმა უნდა სარდაფში.ხშირად სარდაფებში თავს იჩენს ისეთი პრობლემა როგორიცაა ნესტი, რომელიც აზიანებს კედლებს და ტოვებს უსიამოვნიო სუნს. კაბელური სისტემა ნესტთან ბრძოლის იდეალური საშუალებაა.


კომპანიის ბრენდები

Copyright 2010 by EBM. All Rights Reserved.
Designed & Programmed by Bebua Badri