2016 წლის ინოვაციური პროდუქტი: FlashLock

FlashLock შექმნილია იმისათვის, რომ ხელის გულზე გქონდეთ კონტროლის მთელი სისტემა. ეს არის ახალი, უგასაღებო პროდუქტი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია უსაფრთხოების გაზრდა.
ძვირფასეულობაზე ღია წვდომა ნიშნავს იმას, რომ აუცილებელია უსაფრთხოების პარამეტრების გაზრდა. მაგალითისათვის, ეკლესიებში ძვირფასეულობის დაცვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზრუნავია. ყველაფერი, ხმის მოწყობილობა, ავეჯი, სხვადასხვა აღჭურვილობა, კომპიუტერული ტექნიკა, ძვირფასეულობა და ა.შ. უნდა იყოს ხელმისაწვდომი და ამავე დროს დაცული. როდესაც გასაღები იკარგება, დუბლირებული ან მოპარულია, ეკლესიამ უნდა გადაწყვიტოს შეეგუოს გაზრდილ რისკს თუ გაიღოს დამატებითი ხარჯები საკეტების გამოსაცვლელად. ბევრი ეკლესია აცნობიერებს რომ დიდი ხანია უსაფრთხო აღარ არის ტრადიციული მექანიკური გასაღების სისტემები და აუცილებელია ჭკვიან სისტემებზე გადართვა, არამხოლოდ უსაფრთხოების სისტემის გასაძლიერებლად, არამედ ქურდობებისა და ვანდალიზმის თავიდან ასაცილებლად.
FlashLock არის უსაფრთხო და გამოსაყენებლად მარტივი. ნებართვა იგზავნება მოკლეტექსტური შეტყობინების ან მეილის სახით და მისი გამოყენება შეუძლია ყველას ვისაც აქვს წვდომა ამა თუ იმ სისტემის მომხმარებლის (იუზერის) ფუნქციაზე. FlashLock სისტემის საშუალებით თქვენი მობილური ხდება თქვენი გასაღები. ასევე სისტემის საშუალებით არსებობს სპეციალური წვდომა მენეჯერებისა და თანამშრომლებისათვის. მონიტორის საშუალებით ნებისმიერ დროს შესაძლებელია მომხმარებლის დამატება, რედაქტირება და წაშლის სიგნალის გაგზავნა მომხმარებლების ვებგვერდზე. აღარასოდეს მოგიწევთ ნერვიულობა გასაღებსა და უსაფრთხოებაზე, რადგან ის სულ თქვენთან იქნება, ერთჯერადი კოდი ყოველ გამოყენებაზე განახლებადია. ეს არის უსაფრთხო სისტემა რომელიც თქვენ ძვირფასეულობას დაიცავს, ამასთანავე ყოველ ჯერზე განახლებისთვის საჭირო ახალი დანახარჯების გარეშე. FlashLock იყენებს სერიულ ოპტიკურ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს, რომელიც კომბინირებადია ნებისმიერ ვებ-მოწყობილობასთან. მას არ სჭირდება სპეციალური პროგრამის ჩამოწერა ან ბლუთუზი, ის თავსებადია ნებისმიერ მოწყობილობასთან რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ინტერნეტზე წვდომა.
FlashLock არის CyberLock-ის პროდუქტი, ის წარმოებულია აშშ-ში.

Виктор Пырков: «Украинцам не надо ждать – надо заниматься повышением энергоэффективности своих домов»

6 июня 2016 года Виктор Пырков, заместитель генерального директора по научной работе компании «Данфосс ТОВ» принял участие, в качестве эксперта по энергоэффективным решениям, в программе «Ранкова хвиля» утреннего эфира «Громадського радіо».


В течение последних двух лет в Украине стали активно говорить о необходимости снижения потребления энергетических ресурсов. Правительство призывает граждан экономить газ, переходить на альтернативные источники производства энергии, устанавливать индивидуальные системы отопления. В тоже время, значительное повышение тарифов на энергоресурсы приводит к существенному увеличению сумм счетов за использованные энергоресурсы.

Все чаще граждане обращаются к журналистам с просьбой помочь разобраться в происходящих изменениях. Один из главных вопросов, который волнует украинцев – что надо сделать, чтобы меньше платить за газ, тепло и электричество. Стоит ли переходить на индивидуальные системы отопления, менять устаревшие котлы на новые, переходить на альтернативные источники тепла?

Виктор Пырков считает, что суммы в платежках уменьшить можно. Для этого необходимо, в первую очередь, сократить энергопотребление: утеплить здание и поменять систему отопления. «Украина 5 лет назад взяла обязательства имплементировать три директивы (30, 31, 32) Европейского парламента и Совета ЕС по вопросам нергоэффективности. По украинским нормам с 2013 года в Украине не должны строить и термомодернизировать здания с классом энергоэффективности ниже С, а в самом здании не должны применять системы и оборудование в них ниже класса здания. Нормативы в Украине есть, но по факту, еще многое не работает. Прежде, чем говорить об энергозамещении – призывать население отказываться от одного энергоресурса, заменяя его другим, – нужно для начала определить, что считать альтернативной энергией и разработать показатели, которые позволят сравнивать солнечную энергии с ветровой, электрическую с тепловой энергией, вырабатываемой на гидро- и тепловых станциях. Законодательство, которое мы принимаем сегодня, в Европе было принято в 2005 году и сейчас уже меняется на новое. Мы отстаем от этих стран, как минимум, на 10 лет. Украинцам не надо ждать – надо заниматься повышением энергоэффективности своих домов: утеплять стены, совершенствовать системы отопления. Это значительно сократит потребление энергоресурсов и уменьшит суммы платежек», – сказал Виктор Пырков в эфире.

Эксперт также рассказал слушателям «Громадського радіо», какие есть возможности на сегодняшний день в Украине, какие законы были приняты правительством и что еще необходимо сделать для повышения энергоэффективности жилых зданий и сокращения потребления энергоресурсов.

Devi Intelligent Heating

ენერგეტიკის, ელექტროტექნიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო გამოფენა

2013 წლის 12-14 ნოემბერს, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ # 11 პავილიონში გაიმართება ენერგეტიკის, ელექტროტექნიკის , საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო გამოფენა ElcommCaucasus 2013.

გამოფენაში მონაწილეობს 40–მდე ქართული და უცხოური კომპანია. დამთვალიერებელი მიიღებს ინფორმაციას ახალი ტექნოლოგიების, პროექტების, დანადგარებისა და მომსახურებების შესახებ ენერგეტიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგში.

გამოფენის მთავარი თემებია:

• ენერგეტიკის ინდუსტრიაში გამოყენებული დანადგარები და მოწყობილობები
• გადამცემი ხაზები
• მართვის ავტომატური სისტემები
• კონტროლის სისტემები
• პროგრამული უზრუნველყოფა
• ენერგიის დაზოგვის ტექნოლოგია
• ენერგიის მართვა
• უსაფრთხოების სისტემები
• ენერგოეფექტურობა და განახლებადი ენერგია

გამოფენის მიზანია – ახალი ტექნოლოგიების, ხელსაწყოების და მომსახურების ჩვენება, მომწოდებლებისა და მყიდველებისდაკავშირება, ახალი პროექტების შესახებინფორმაციის გავრცელება.

გამოფენაში მონაწილეობა მიიღო კომპანია EBM General-მაც, რომელსაც წარმოდგენილი ჰქონდა გათბობის ინტელექტუალური სისტემების ფართო სპექტრი.

მდგრადი ენერგეტიკის კვირეული 2013

22-23 ივნისს საბურთალოს "გუდვილის" ფოიეში გაიმართა ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგო ტექნოლოგიების გამოფენა. გამოფენაში მონაწილეობა მიიღო 20-მდე ქართულმა კომპანიამ, რომლებიც დამთვალიერებლებს სთავაზობდნენ საკუთარ პროდუქციასა და მომსახურებას.

გამოფენაში მონაწილეობა მიიღო კომპანია EBM General-მაც, რომელსაც წარმოდგენილი ჰქონდა გათბობის ინტელექტუალური სისტემების ფართო სპექტრი

Caucasus Build 2013

2013 წლის 15-18 მაისს, გამოფენების ცენტრ 'ექსპო ჯორჯიას' ტერიტორიაზე ჩატარდა მშენებლობისა და ინტერიერის მე-18 საერთაშორისო გამოფენა Caucasus Build 2013. გამოფენაში მონაწილეობას იღებდა 150-მდე კომპანია 14 ქვეყნიდან.

კომპანია "EBM General"-ი მომხმარებლებს სთავაზობდა სამშენებლო – სარემონტო მასალების სრულ სპექტრს მსოფლიოს #1 მწარმოებლისაგან:

Saint Gobain (Weber, Deitermann)– საძირკვლის, ღია და შიდა ფართობების საიზოლაციო მასალებს, ფასადებს, თვითმოსწორებად და სპეციალურ იატაკებს, Danfoss– გათბობის სისტემის რეგულირებასა და მართვას,ენერგოდამზოგავ მოწყობილობებს. Devi A/S– დენით გათბობის ახალი თაობის ტექნოლოგიას და Abloy – ის უმაღლესი ხარისხის ფინურ საკეტებსა და კარის სახელურებს.

გამოფენა ფრანკფურტში

2013 წლის 12-16 მარტს, კომპანია „დანფოსმა“ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ სავაჭრო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. ფრანკფურტის გამოფენაზე წარმოდგენილი იყო თანამედროვე ტექნოლოგიები აბაზანების მოსაწყობად, ენერგო პროდუქცია, ჰაერის კონდიცირების ტექნოლოგიები, გამოფენის ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენდა განახლებადი ენერგია და მის მისარებად ბაზარზე არსებული ინოვაციური ტექნოლოგიების მომხმარებლისათვის გაცნობა.

Living connect®-ის ენერგოეფექტურობის "А+" კლასის სერთიფიკატი

2013 წელს ევროპის მრეწველობის ასოციაციამ ჩაატარა შენობების ავტომატიზაციის სისტემების აუდიტი. აუდიტის მიზანი იყო, გამოეკვლია ბაზარზე არსებული ახალი სისტემები რამდენად უწყობს ხელს ენერგიის ეფექტიან მოხმარებას. აუდიტის შედეგების მიხედვით, კომპანია „დანფოსის“ ელექტრონულმა თერმოსტატმა living connect® მიიღო უმაღლესი შეფასება, ტემპერატურის გაზომვის მაქსიმალური სიზუსტის კომპონენტში. ეს კომპონეტი კი უმნიშვნელოვანესია ენერგიის დაზოგვისა და ენერგოეფექტურობის მისაღწევად. Danfoss-მა "А+" კლასის სერთიფიკატითან ერად მიიღო უფლება, პროდუქციზე გაათავსოს წარწერა, რომელც ენერგოეფექტურობის უმაღლესი ხარისხის დამადასტურებელი ნიშანი იქნება.


Devi-ის კონფერენცია Holiday Inn-ში

6 თებერვალს სასტუმრო ''ჰოლიდეი ინ''-ში ჩატარდა კონფერენცია. რომლსი მიზანიც იყო, Devi-ს უახლესი პროდუქციის წარდგენა და მომხმარებლისათვის უკეთ გაცნობა.

კონფერენცის თემა: თოვლის ლღობის სისტემა, დევის სადენების მონტაჟი სახურავზე, ტროტუარებზე, მილებზე, ჟოლოფებზე და IB-Qm სისტემა

Danfoss-ის ინოვაციამ ცენტრალური გათბობის სფეროში, შეამცირა პეკინის ენერგომოხმარება 31%-ით

ცენტრალური გათბობა ეხმარება ჩინელებს ენერგია დაზოგონ. ენერგოდაზოგვამ მიაღწია 31%-ს საცხოვრებელ სახლებში, ხოლო ამ სახლების მაცხოვრებლებმა შეამცირეს გასავლები (დანახარჯი გათბობაზე) 13%-ით.

პეკინში მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 20 მლნ-ს. უმეტესობა მოიხმარს Beijing Heating Power Group-ის გათბობის სისტემას. კომპანიისთვის მნიშვნელოვანი იყო მოეძებნა გზა, ტემპერატურის დასარეგულირებლად და ენერგოეფექტურობის მისაღწევად თითოეულ საცხოვრებელ სახლში.

კომპანია Danfoss-მა მას შესთავაზა ენერგოეფექტურობის მიღწევის გაუმჯობესებული მეთოდი: სტანდარტიზირებულ გათბობის პუნქტებში ჩაემატებინა - გათბობა გადაადგილებადი მოძრავი კვანძებით. ამ ტექნიკურმა გადაწყვეტილებამ მოხსნა გათბობის რეგულირების პრობლემა. ახლა პეკინის მოსახლეობა 13%-ით ნაკლებს იხდის გათბობაზე, რადგან შენობაში საჭირო აღარ არის 18°-ზე მეტი სითბო.

”Danfoss-ის მიერ მოწოდებული პუნქტების გათვალისწინებით, შევამცირეთ დანახარჯები გათბობაზე” - ამბობს ლუ კსინონგი, პეკინის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი. ენერგიის ეკონომია პეკინისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ენერგოეფექტური პოლიტიკის გატარების ერთ-ერთი მთავარი მიზანია ენერგიის 16%-ის დაზოგვა 2015 წლამდე.

შეფერხება Abloy Extranet-ის მუშაობასთან დაკავშირებით


ძვირფარო Abloy Extranet-ის მომხმარებლებო,
გატყობინებთ, რომ საიტის მუშაობასთან დაკავშირებით არის შეფერხება. უკვე დაწყებულია ტექნიკური სამუშაოები. ვიმედოვნებთ, რომ საიტის მუშაობა აღდგება მაქსიმალურად მოკლე დროში. თუმცა, ვინაიდან პრობლემა უკავშირდება EpiServer CMS სისტემის გაუმართაობას, რომლის მხოლოდ ადგილობრივი რესურსებით აღმოფხვრა ვერ ხერხდება, პრობლემის გადაჭრას შეიძლება რამდენიმე დღე დასჭირდეს.
ბოდიშს ვიხდით საიტის მუშაობის შეფერხებისთვის

ციფრული რეგულატორები და უკაბელო მართვა

Danfoss-მა შექმნა ახალი თაობის თერმორეგულატორი- living connect . თანამედროვე დიზაინის რეგულატორს გააჩნია ციფრული დისპლეი, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია ვაკონტროლოთ, თუ რა ტემპერატურა გვაქვს ოთახში დროის მოცემულ მომენტში. ახალი თაობის რეგულატორი იმართება უკაბელო მართვის სისტემით - Danfoss Link™ CC .
ეს უახლესი თერმორეგულატორი საშუალებას იძლევა დავაპროგრამოთ თითოეული რადიატორის მუშაობა , ისე რომ გვქონდეს ჩვენთვის სასურველი ტემპერატურა დღის ან მთელი წლის გარკვეულ მონაკვეთში. ამასთანავე დავზოგოთ ენერგია და მოვახდინოთ გათბობაზე გამოყოფილი ბიუჯეტის ეკონომიურად ხარჯვა.

Danfoss Link™ CC არის შენობის გათბობის სისტემის უკაბელო მართვის კომპლექსი, მისი დახმარებით შესაძლებელია რადიატორის ტემპერატურის მართვა მთლიან დაწესებულებაში ერთი მოსახერხებელი ადგილიდან. როდესაც ამ მოწყობილობას ვამონტაჟებთ მრავალსართულიან შენობაში, ჩვენ აღარ დაგვჭირდება თითოეულ ოთახში სიარული, რათა დავაპროგრამოთ თითოეული რადიატორის ტემპერატურა.
მთავარი მაკონტროლებელი მოწყობილობა Danfoss Link™ CC წარმოადგენს სენსორულ პანელს ფერადი ეკრანით. მოწყობილობას ინფორმაცია მიეწოდება რადიოტალღების მეშვეობით.

სემინარი თემაზე ”თბო ტუმბო- მომავლის ტექნოლოგია”

2011 წლის 29 ნოემბერს ”EBM General“-ის ოფისში ჩატარდა სემინარი, რომელზეც განხილული იყო Danfoss-ის ახალი ინოვაციური პროდუქცია. საქართველოს ეწვინენ კორპორაცია Danfoss-ის წარმომადგენლები : ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტები კავკასიის რეგიონში ვიტალი იანკოვი და ვადიმ იასკინი. უცხოელმა სპეციალისტებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ენერგიის გამომუშავების ალტერნატიული ვარიანტი- თბო ტუმბო “DHP-AQ”.
ახალი ინოვაციური პროდუქტის წყალობით მომხმარებელს შეუძლია გააკეთოს 75%-იანი ეკონომია გათბობაზე! ეს შესაძლებელია თბო ტუმბოს წყალობით, რომელიც ენერგიას გამოიმუშავებს გრუნტის, ჰაერის და წყლის ”თავისუფალი ენერგიის” ხარჯზე.

ეკონომია იმდენად მაღალი შეიძლება იყოს, რომ თბო ტუმბოებზე გაწეულ ხარჯს მალევე ამოვიღებთ. ერთ-ერთი უპირატესობა ამ პროდუქტისა გახლავთ ის, რომ იგი არ საჭიროებს დამატებით მომსახურებას. დაამონტაჟებთ ერთხელ და შემდეგ შეგიძლიათ დაივიწყოთ მისი არსებობა. თავად კი იმუშავებს ყოველ დღე და უზრუნველფოს სითბოს, ცხელი წყლით მომარაგებას და კომფორტს თქვენს სახლში. გათბობის გარდა გარდა თბო თბო ტუმბოებს შეუძლია უზრუნველყოს კონდიცირების სისტემის მუშაობა.გადმოწერა

განვადება ბაზის ბანკში Devi-ს იატაკქვეშა გათბობაზე

სიახლე ჩვენი მომხმარებლებისთვის!
შესაძლებლობა გეძლევათ Devi-იატაკქვეშა გათბობაზე ისარგებლოთ ბაზისბანკის განვადებით.ვადა განისაზღვრება 2-12 თვემდე.განვადებით სარგებლობისთვის საჭიროა: პირადობის მოწმობა და დოკუმენტურად დადასტურებული ყოველთვიური შემოსავალი მინიმუმ 600 ლარის ოდენობით.

ბიზნეს რეალითი შოუ ”შეგირდი”

კომპანია ”EBM General”-ი,როგორც ბიზნეს რეალითი შოუ ”შეგირდი”-ს ერთ-ერთი სპონსორი, აქტიურად მონაწილეობდა პროექტის სამშენებლო, საიზოლაციო და მოსაპირკეთებელი მასალებით უზრუნველყოფაში. გარდა ამისა ჩვენი კომპანიის სპეციალისტები ეხმარებოდნენ შეგირდებს სამშენებლო პროცესის სწრაფად და ხარისხიანად წარმართვაში.
საფინალო დავალებისას შეგირდებს ბაზალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე 10 კოტეჯის მშენებლობა და მათი მოპირკეთება დაევალათ . ჩვენი კომპანიის დახმარებით კოტეჯები აღიჭურვა თანამედროვე გათბობის სისტემით: დამონტაჟდა იატაკქვეშა ელექტრული გათბობა Devi-ს სპეციალური კაბელები.

კომპანია ”EBM General”-ის მასალებითა და მაღალ კვალიფიციური ხელოსნების დახმარებით შესრულდა შემდეგი სამშენებლო სამუშაოები : ფასადის თბოიზოლაცია (weber.therm 310), საძირკვლის ჰიდროიზოლაცია (weber.dry 906), თვითმოსწორებადი იატაკი (weber.floor R, weber.prim N), თაბაშირმუყაოს გაფითხვა (weber.tec.flex) და სამღებრო სამუშაოები (weber.deko.elit). გამოყენებულ იქნა ფრანგული კორპორაცია Saint-Gobain -ში შემავალი ბრენდების Weber(თურქეთი) და Deitermann-ის (გერმანია) სამშენებლო-მოსაპირკეთებელი მასალები.

Caucasus Build 2011

18 მაისს მშენებლობისა და ინტერიერის მე-16 საერთაშორისო გამოფენა Caucasus Build 2011 გაიხსნა. გამოფენა ერთდროულად რამდენიმე პავილიონში გაიმართა და დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა 9 ქვეყნის – აზერბაიჯანის, გერმანიის, თურქეთის, იტალიის, ირანის, პოლონეთის, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის 140 კომპანიის 100 სტენდზე წარმოდგენილი პროდუქცია დაეთვალიერებინა. კომპანია- "EBM General"-ი ევროპული სამშენებლო მასალებისა და აქსესუარების ფართო სპექტრით წარსდგა გამოფენაზე.

კომპანია "EBM General"-ი მომხმარებლებს სთავაზობდა სამშენებლო – სარემონტო მასალების სრულ სპექტრს მსოფლიოს #1 მწარმოებლისაგან: Saint Gobain (Weber, Deitermann)– საძირკვლის, ღია და შიდა ფართობების საიზოლაციო მასალებს, ფასადებს, თვითმოსწორებად და სპეციალურ იატაკებს, Danfoss– გათბობის სისტემის რეგულირებასა და მართვას,ენერგოდამზოგავ მოწყობილობებს. Devi A/S– დენით გათბობის ახალი თაობის ტექნოლოგიას და Abloy – ის უმაღლესი ხარისხის ფინურ საკეტებსა და კარის სახელურებს.

მდგრადი ენერგეტიკის კვირეული

2011 წლის 11-16 აპრილამდე თბილისში მდგრადი ენერგეტიკის კვირეული ჩატარდა. განახლებადი და ეფექტური ენერგოტექნოლოგიების გამოფენაზე,რომელიც გაიმართა სავაჭრო ცენტრ "თბილისი ცენტრალში", ჩვენმა კომპანიამ აქტიურად მიიღო მონაწილეობა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ენერგოტექნოლოგიები, რომლებიც ხელს უწყობენ ენერგიის დაზოგვასა და ნაკლებ ზიანს აყენებენ გარემოს.
პროექტი "მდგრადი ენერგეტიკის კვირუელი" "USAID"-ისა და "BP საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით ხორციელედება.

ჩვენი კომპანიის მიერ წარმოდგენილი იყო კორპორაცია Danfoss-ის ენერგოდამზოგავი მოწყობილობები, კომპანია Devi-ის ულტრათანამედროვე ელექტრო გათბობის სისტემები. Danfoss-ის ენერგოდამზოგავი მოწყობილობები საშუალებას იძლევა თანამედროვე გათბობის სისტემაში მოვახდინოთ ენერგიის 35%-ის დაზოგვა. ამასთანავე გამოვიყენოთ სითბოს და ენერგორესურსის ის რაოდენობა, რაც საჭიროა კომფორტული გათბობისთვის.

Devilink - მართვა კომპიუტერის საშუალებით


Devilink-ის დახმარებით შესაძლებელია თბილი იატაკის სისტემის მართვა მთლიან სახლში ერთი მოსახერხებელი ადგილიდან. იგი წარმოადგენს შენობის გათბობის სისტემის უკაბელო მართვის კომპლექსს. იმისათვის, რომ მომხმარებლისთვის კიდევ უფრო გაეადვილებინა ამ სისტემის რეგულირება, კომპანია Devi-იმ გამოუშვა ახალი პროდუქტი -Devilink Computer Access ანუ Devilink სისტემის მართვა კომპიუტერის საშუალებით.

საკმარისია მონიტორი და კლავიატურა შევაერთოთ Danfoss link -ის სერვერზე ან ყველა ამ სისტემაში ჩართულ კომპიუტერს დავუკავშირდეთ ინტერნეტის საშუალებით, თქვენ გექნებათ ხელმისაწვდომობა გათბობის მთლიან სისტემაში, რაც ძალიან მოსახერხებელია, როცა საქმე ეხება საკმაოდ დიდ დაწესებულებას.
როგორც აღვნიშნეთ Devilink წარმოადგენს გათბობის სისტემის უკაბელო მართვის კომპლექსს, რომელიც აერთიანებს 5-დან 50 -მდე თერმორეგულატორს. კომპიუტერის საშუალებით შეგვიძლია ვმართოთ ასეთი 36 მდე სისტემა, ანუ ჯამში 1800 მდე თერმორეგულატორი.

Danfoss ECL– თერმორეგულატორი ცენტრალური გათბობისთვის

უახლესი თერმორეგულატორი Danfoss ECL განკუთვნილია გათბობის სისტემის ავტომატური კონტროლისათვის.
იგი წარმოადგენს გათბობის სისტემის ”ტვინს”,რომელიც უზრუნველყოფს მის ოპტიმალურ მუშაობას და რაც მთავარია ზოგავს ენერგიის მოხმარებას.
Danfoss ECL შესაძლებლობას გაძლევთ მართოთ გათბობის სისტემა ერთი ადგილიდან, ერთი რეგულატორის საშუალებით .

ფერადი სენსორული ეკრანი და ლოგიკური სტრუქტურის მქონე მენიუ საკმაოდ ადვილი აღსაქმელია.თერმორეგულატორი არ საჭიროებს პროგრამირებას. სხვადასხვა ტიპის გათბობის სიტემების მართვის ფუნქციები , რომლებიც დროშია გამოცდილი, ჩაპროგრამირებულია და დაარქივებულია რეგულატორში. ინტელექტუალური რეგულატორი საჭიროებისამებრ გადასცემს დაარქივებულ ინფორმაციას დისპეჩერულ პუნქტს.

Danfoss ECL -ს გააჩნია ავარიული სიგნალიზაციის ინტელექტუალური სისტემა ,
ასევე ინტეგრირებული კომუნიკაციის შესაძლებლობები,მართვა შორი დისტანციიდან : USB, Modbus, Ethernet, M-bus;

Devilink - უკაბელო მართვა


Devilink არის შენობის გათბობის სისტემის უკაბელო მართვის კომპლექსი, მისი დახმარებით შესაძლებელია თბილი იატაკის სისტემის მართვა მთლიან სახლში ერთი მოსახერხებელი ადგილიდან. არსებობს სისტემის ორი ვარიანტი , რომელიც განისაზღვრება გასათბობი ოთახების რაოდენობის მიხედვით: სისტემა 5 ოთახისთვის და სისტემა 50-მდე ოთახისთვის.

მთავარი მაკონტროლებელი მოწყობილობა devilink™ CC (Central Controller) წარმოადგენს სენსორულ პანელს ფერადი ეკრანით. პანელი საშუალებას იძლევა ერთი ადგილიდან ვმართოთ devilink™ სისტემის ყველა მოწყობილობა , რომლებიც სხვადასხვა ოთახებშია განთავსებული. მოწყობილობას ინფორმაცია მიეწოდება რადიოტალღების მეშვეობით.
შენობის ყველა ოთახში მონტაჟდება თერმოსტატი devilink™ FT(Floor Thermostat), რომელიც უზრუნველყოფს გამათბობელი კაბელის ჩართვა-გამორთვას. მას უერთდება იატაკის სენსორი.
შენობის გათობისთვის , სადაც მნიშვნელოვანია ოთახში ჰაერის კომფორტული ტემპერატურის შენარჩუნება , devilink™ FT-სთან ერთად მონტაჟდება ჰაერის ტემპერატურის სენსორი devilink™ RS (Room Sensor).

გამათობელი მატები Devidry

სიახლე Devi -სგან !
გამათობელი მატები Devidry იატაკის ქვეშ ”მშრალი” დამონტაჟებისთვის.
გამათბობელი მატი არის პირველი პროდუქცია სპეციალურად ხის იატაკისთვის.იგება მარტივად ,როგორც ხალიჩა, ლამინატის,პარკეტის ან ”რბილი იატაკის” ქვეშ .
როდესაც სახლში ან ოფისში იატაკის საფარი ახალი დაგებულია და თქვენ გსურთ პარკეტის ან ლამინატის აყრის გარეშე გქონდეთ კომფორტული იატაკქვეშა გათბობა,მაშინ თქვენ გჭირდებათ Devidry™ Click სისტემა.

უპირატესობები:
• მის დასამონტაჟებლად არ არის საჭირო ხელახალი ბეტონური მოჭიმვა.
• იოლად მონტაჟდება და ადვილად ერთვება ელექტრო გაყვანილობის სისტემაში
• მარტივი ინსტრუქციით შესაძლებელია Devidry თავად დაამონტაჟოთ სახლში.
• სითბოს კომფორტული გადანაწილება შენობაში და თბილი იატაკი ზამთრის პერიოდში
• იატაკის დამატებითი თბოიზოლაცია და ხმის იზოლაცია


კომპანიის ბრენდები

Copyright 2010 by EBM. All Rights Reserved.
Designed & Programmed by Bebua Badri