DeviHeat გათბობის ელექტრული სისტემები გათბობის ელექტრული სისტემები
DeviHeat სისტემის უპირატესობა
DeviHeat სისტემის მონტაჟი

პროდუქცია:
Deviflex - კაბელები
Devimat - მატები
Devireg - თერმორეგულატორები
Devidry - ხალიჩა
Deviflex,Devicell - სამაგრი მოწყობილობები
Devirail - პირსახოცის საშრობი
Devifoil Mirror - სარკის დაორთქლების საწინააღმდეგო ფირი
Devicom TM WEB-Home - უკაბელო მართვა

დანიშნულება:
ბინისა და ოფისის გათბობა
გზებისა და შენობების სახურავების თოვლისა და ყინვისაგან დაცვა
მილების გათბობისა და ყინვისაგან დამცავი სისტემები
DeviHeat გათბობის ელექტრული სისტემები


DeviHeat - უნიკალური გამათბობელი სისტემაა თბილი იატაკის მოსაწყობად, რომელიც წარმოებულია დანიაში. DeviHeat მოიცავს გამათბობელ კაბელს, კაბელის სამაგრ ელემენტებს და თერმორეგულატორს, რომელიც მართავს სისტემას. მოქნილობა, კომფორტი, იაფი მონტაჟი და მისი დაყენების სიმარტივე, საჭიროების შემთხვევაში რემონტის შესაძლებლობა, ენერგიის მაქსიმალურად ეფექტური და ეკონომიური გამოყენება, ეკოლოგიური სისუფთავე, მომსახურების შეუმჩნევლობა - ამ სისტემას სხვა მსგავსი სისტემებისგან გამოარჩევს.

გათბობის ტრადიციული სისტემების გამოყენების პირობებში, თბილი ჰაერის ნაკადი მიემართება ჭერისკენ, სადაც ცივდება, შემდეგ ისევ დაბლა ეშვება და ქმნის ორპირს. იატაკი კი ცივი რჩება, რის გამოც სხეული არსებულზე უფრო დაბალ ტემპერატურას შეიგრძნობს.

სისტემა Deviheat ან უფრო მარტივად რომ ვთქვათ, თბილი იატაკი სითბოს თანაბრად ანაწილებს იატაკის მთლიან ზედაპირზე. ადამიანები თავს უფრო კომფორტულად გრძნობენ, თუ მათ ფეხებთან ტემპერატურა უფრო მაღალია, ვიდრე თავის სიმაღლეზე.

სისტემა DeviHeat საშუალებას გაძლევთ გქონდეთ არა მხოლოდ თბილი იატაკი, არამედ თანაბარი ტემპერატურა და კომფორტი მთელს დაწესებულებაში.გათბობის ტრადიციულ სისტემასთან შედარებით Deviheat სისტემა დანახარჯების 20%-ით შემცირების საშუალებას იძლევა.

კომფორტი და თანაბარი სითბო ყველა ოთახში

სისტემა Deviheat მონტაჟდება თქვენი სახლის ნებისმიერ ოთახში, სარდაფში, სააბაზანოში, სამზარეულოში, მანსარდში, ჰოლში, მისაღებ ოთახში, საძინებელში და საბავშვო ოთახში.

მონტაჟი ნებისმიერი ტიპის იატაკის ქვეშ

სისტემა DeviHeat მონტაჟდება ნებისმიერი ტიპის იატაკის ქვეშ: გრანიტი, პარკეტი, ლამინატი, ლინოლიუმი, ხალიჩა, მარმარილო.

Devi-ის გათბობის ელექტროსისტემები, პირველ რიგში, განკუთვნილია იმ თბოდანაკარგების საკომპენსაციოდ, რომელიც დამახასიათებელია ნებისმიერი შენობისთვის. სისტემა Deviheat-ის საშუალებით შესაძლებელია იატაკის მთლიანი ფართობის გათბობა და საკმარისი სიმძლავრის პირობებში, არ საჭიროებს გათბობის სხვა რომელიმე სისტემის დამატებით გამოყენებას.

Deviheat-ის სისტემა, კომპანია DEVI-ის მიერ წარმოებული პროდუქციის ფართო ასორტიმენტის წყალობით, შესაძლებელია დამონტაჟდეს ნებისმიერი ტენიანობის პირობებში, მათ შორის, გარეთაც. DEVI-ის კაბელების იზოლაცია იმდენად ჰერმეტული და საიმედოა, რომ წყალშიც მუშაობს.


კომპანიის ბრენდები

Copyright 2010 by EBM. All Rights Reserved.
Designed & Programmed by Bebua Badri