ჩვენს შესახებ

კომპანია EBM General(``European Building Materials General`` LTD) შეიქმნა 2007 წელს, როგორც ევროპული სამშენებლო მასალების დისტრიბუტორი იურიდიული პირი საქართველოში. ის წარმოადგენდა კორპორაცია Saint-Gobain-ის (საფრანგეთი) ბრენდების Maxit (ფინეთი), Deitermann (გერმანია) და VETONIT (ფინეთი) პროდუქციის გენერალურ დისტრიბუტორს და მონაწილეობდა ისეთ პროექტებზე, როგორიცაა სასტუმრო "თბილისი მარიოტის", "ჰოლიდეი ინის" და სხვათა რეკონსტრუქციაში, ასევე, მუშაობდა საიზოლაციო ინტერიერისა და ექსტერიერის სარემონტო მასალების მიწოდებაზე კერძო პირებისათვის, საელჩოებისა თუ კომპანიებისათვის.

2008 წლიდან ის ასევე წარმოადგენს ფინური კომპანია Abloy-ის საკეტებსა და აქსესუარებს საქართველოს ბაზარზე, ახდენს შიდა და გარე საკეტების, უსაფრთხოების სიტემებისა და აქსესუარების იმპორტს ფინეთიდან, ხოლო 2008 წლიდან არის დანიური კომპანია Danfoss-ისა და ელექტრო გათბობის (კომპანია Devi-ს ბრენდი) წარმომადგენელი.

დღეისათვის კომპანია EBM გთავაზობთ სამშენებლო-სარემონტო მასალების სრულ სპექტრს მსოფლიოს #1 მწარმოებლისაგან: საძირკვლის, ღია და შიდა ფართობების საიზოლაციო მასალებს, თვითმოსწორებად და სპეციალურ იატაკებს, ფასადებს, გათბობის სიტემის რეგულირებასა და მართვას, დენით გათბობის ახალი თაობის ტექნოლოგიას და უმაღლესი ხარისხის ფინურ საკეტებს. ჩვენი კომპანიის სპეციალისტები მოგაწოდებენ ევროპული ხარისხის პროდუქტს, გარანტირებულ სერვის-დიზაინთან და პროექტებთან ერთად. ჩვენი და ჩვენი პარტნიორების გამოცდილება თქვენი მშენებლობის ხარისხის გარანტიაა.

კომპანიის ბრენდები

Copyright 2010 by EBM. All Rights Reserved.
Designed & Programmed by Bebua Badri